წილისყრამ საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები გაარკვია #1TVSPORT
წილისყრამ საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები გაარკვია #1TVSPORT

23 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის შვიდი, ეროვნული ლიგა 2-ის ექვსი, ლიგა 3-ის ორი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მერანი მარტვილი – გაგრა

ლოკომოტივი – თელავი

სიონი – სამგურალი

საბურთალო – დილა

შევარდენი 1906 – შუქურა

გორი – არაგვი

ჩიხურა – დინამო ბათუმი

დინამო 2 თბ – გარეჯი

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 19 მაისს არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.