ვორიორზის სერიოზული პრობლემა – დემარკუს ქაზენსისთვის სეზონი დასრულებულია
გოლდენ სტეიტ ვორიორზისთვის პლეიოფის პირველი რაუნდი საკმაოდ უცნაურად განვითარდა. პირველი შეხვედრა სტივ კერის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო (121-104) და თითქოს პრობლემები არც მეორე მატჩში უნდა შექმნილიყო, თუმცა ლოს-ანჯელეს კლიპერსმა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი შემოგვთავაზა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (131-135).
ვორიორზისთვის განსაკუთრებით ცუდი ამბავი ის არის, რომ მატჩის დასაწყისში გუნდის ცენტრმა დემარკუს ქაზენსმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია, მაგრამ ი-ეს-პი-ენის (ESPN) ინფორმაციით, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და უდიდესი ალბათობით დემარკუსისთვის სეზონი დამთავრებულია.
This is probably season-ending for Cousins, but he and the team will see how he responds within the first two weeks of rehab that is not expected to require surgery, sources said. https://t.co/OctIgrMHOS
— Shams Charania (@ShamsCharania) April 16, 2019
Doctors are still determining severity of Cousins’ quad tear, which will determine the length of the recovery process, league sources tell ESPN. https://t.co/TeLW6iYBGq
— Adrian Wojnarowski (@wojespn) April 16, 2019
DeMarcus Cousins Injury Update: pic.twitter.com/iCXEID5Jnt
— Warriors PR (@WarriorsPR) April 16, 2019