ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს
ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციები მოინახულა და ოპერატიულ მდომარეობას გაეცნო.

უკრაინის პრეზიდენტმა დევნილების განსახლების ადგილები მოინახულა. მარიუპოლიდან დევნილებმა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელთა გადატანაც მოუწიათ რუსეთის შეჭრის გამო.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ადამიანმა, რომლებმაც სახლები დაკარგეს, კომფორტული საცხოვრებელი უნდა მიიღონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის თითქმის 60 პროცენტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ოკუპირებული.