ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა რუსეთის სამხედრო წარმოებაში ჩართული პირებისა და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

23:48, 11.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებაში ჩართული პირებისა და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

სიაში რუსეთის 70 მოქალაქეა შესული, რომლებიც „ისკანდერ-ემ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა და „ცირკონის“ წარმოებაში მონაწილეობენ.

სანქციები შეეხო ვოტკინსკის ქარხნისა და სხვა სამხედრო და ქიმიური საწარმოების ძირითად თანამშრომლებს. აღნიშნული საწარმოები უკვე სანქციების ქვეშ არიან.

მეორე პაკეტი რუსეთის მიერ ფინანსური სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე პირებს ეხება: 28 ფიზიკურ და 27 იურიდიულ პირს, მათ შორის კრიპტობირჟების ოპერატორებს, კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისებს, მათ ხელმძღვანელებსა და მფლობელებს.

ამასთან,  სანქციები დაუწესდა ათ ფიზიკურ და 21 იურიდიულ პირს, ასევე ორ გემს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ.

მსგავსი