ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების თანდასწრებით.

„კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან ეს სამივე ქვეყანა – ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, „ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება შესაბამისი შედეგით“.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.