ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა

საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინასა და რეალურ სამყაროს სჭირდება გარანტიები – გარანტიები, რომ ასეთი ბოროტება შეჩერდება. საიმედოდ. არა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ან რამდენიმე ფურცლით, არამედ რაღაცით, რაც შეძლებს გარანტიის მიცემას, რომ რუსული ტერორი აღარ იარსებებს. საკმარისი რაოდენობის თავდაცვა არის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობის მოსაახლოებლად. ყველა სახის საჰაერო თავდაცვის სისტემა, დრონების განვითარება და ინვესტიციები იარაღის წარმოებაში აქ, უკრაინაში – ეს არის ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, ეს არის იმ იდეის დაცვა, რომ მშვიდობა შესაძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.