ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იყოს. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან და განიხილავენ ამას ისე, როგორც ჩვენ. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას.

ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელმაც ორ მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას მომავალი წლისთვის, ძირითადად, უსაფრთხოების სექტორში.

„მადლობა, მარკ, ბატონო პრემიერო და მადლობა მთელ ჰოლანდიურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.