ვლადიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ინიციატივით გამოდის
ვლადიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ინიციატივით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ზელენსკის თქმით, დონბასში ოთხი სამხედროს დაღუპვის ფაქტი შეთანხმების პირობების უხეში დარღვევაა.

„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენი ეს მისწრაფება უცვლელია. დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვის არ სურს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რაც შეიძლება სწრაფად შევხვდეთ და განავაახლოთ მოლაპარაკებები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

დონბასში დაბომბვის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა.