ვლადიმირ ვაისი - კაშია ერთადერთი ქართველი არაა, რომელსაც „სლოვანში“ თამაში სურს #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - კაშია ერთადერთი ქართველი არაა, რომელსაც „სლოვანში“ თამაში სურს #1TVSPORT

სლოვაკური გამოცემა sport.aktuality ბრატისლავას „სლოვანში“ გურამ კაშიას შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა. გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისია, რომელმაც არ დამალა, რომ მასთან თამაში კაშიას გარდა, სხვა ქართველებსაც სურთ.

„ვლადიმირ ვაისის პირველი ტრანსფერი გამოცდილი ქართველი მცველი გურამ კაშია იქნება, რომელიც 4 ივლისს 34 წლის გახდება. მას ხელშეკრულება ამჟამინდელ გუნდთან, თბილისის „ლოკომოტივთან“ ივნისის ბოლოს ეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და მის ტრანსფერში გუნდს ფულის გადახდა არ მოუწევს“ – წერს სლოვაკური გამოცემა.

ამ ტრანსფერზე ბრატისლავასსლოვანის“ ადმინისტრაცია ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თავად ვლადიმირ ვაისი კი აცხადებს, რომ გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელსაც „სლოვანში“ თამაში სურს.

„ქართველებს სხვა გამოცდილი მოთამაშეებიც ჰყავთ და ზოგიერთ სურს, რომ სლოვაკეთში ითამაშოს. თუ ვინმეს ჩამოვიყვან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე 100 პროცენტით მზად იქნება. ჩვენ ეს ხელმძღვანელობასთან უნდა განვიხილოთ”, – თქვა „სლოვანის“ მწვრთნელმა, რომელიც მანამდე ხუთი წელი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

დატოვე კომენტარი