გურამ კაშია ვლადიმირ ვაისთან - „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანი კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გურამ კაშია ვლადიმირ ვაისთან - „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანი კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას „სლოვანის ბრატისლავაში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ Goal.ge იუწყება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც „ჯვაროსნებს“ 4 წელი ხელმძღვანელობდა.

წყაროს ცნობით, ვაისს დიდი ხანია, სურს გუნდში ქართველი ფეხბურთელის აყვანა და სლოვაკმა სპეციალისტმა „სლოვანში“ ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა.

„საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვთ და გამოცდილებიც არიან. ზოგიერთ მათგანს კი სლოვაკეთში თამაში სურთ“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავაში ჩასვლის შემდეგ.

სლოვანი“ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.