ვლადიმირ ვაისი - კაშია და კანკავა არიან საუკეთესო პროფესიონალები, ვინც კი კარიერაში გამიწვრთნია #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - კაშია და კანკავა არიან საუკეთესო პროფესიონალები, ვინც კი კარიერაში გამიწვრთნია #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ბრატისლავის „სლოვანში“ თამაშობენ.

„სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩვენ გვაკლდა გურამ კაშია, რომელსაც ზურგი აწუხებს. ვფიქრობ, ის კარგად იქნება „კოპენჰაგენთანკონფერენს ლიგის ბოლო ტურის მატჩში. ჯაბა კანკავა პროფესიონალიზმისა და მიდგომის მხრივ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე ვავარჯიშებდი. თუ სხვებიც დამოკიდებულიბით მათ მიუახლოვდებიან, „სლოვანი“ უკეთესი გახდება“, – განაცხადა ვაისმა.

სლოვანის“ მწვრთნელმა არ დამალა, რომ ზოგიერთი ლეგიონერით უკმაყოფილოა:

„არ მაინტერესებს, მოთამაშე სლოვაკია თუ ლეგონერი, საკუთარი მოვალეობა ყველამ პირნათლად უნდა შეასრულოს. შეცდომის პატიება შეიძლება, მაგრამ არასწორ მიდგომას ვერავის ვაპატიებ. კაშია და ჯერი და კამპოსი არიან პროფესიონალი ფეხბურთელები“.

საინტერესოა, რომ სლოვაკეთის ნაკრებში ვლადიმერ ვაისი ცნობილ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა – მეკარე იან მუხას („ევერტონი“), მარეკ ჰამშიკს („ნაპოლი“), მიროსლავ სტოხს („ჩელსი“), მარტინ შკრტელს („ლივერპული“), იურაი კუჩკას („მილანი“), მარეკ ჩეხს („პორტუ“), პეტერ პეკარიკს („ჰერტა“), ფილიპ გოლოშკოს („ბეშიქთაში“), ეროკ ენდრიშეკს („კაიზერსლაუტერნი“), საკუთარ ვაჟს, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ თავდამსხმელ ვლადიმირ ვაისი უმცროსს.