ვლადიმირ ვაისი - ფრე არ მახარებს, 3 ქულა და ლიდერობის შანსი ხელიდან გავშვით
ვლადიმირ ვაისი - ფრე არ მახარებს, 3 ქულა და ლიდერობის შანსი ხელიდან გავშვით

ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ (1:1) პრესკონფერენციაზე შედეგით უკმაყოფილება გამოთქვა – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ჯგუფში გალიდერების მშვენიერი შანსი გაანიავა.

„მეტოქემ სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, ჩვენ კი ექვსი-შვიდი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ამის მიუხედავად, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით. რა თქმა უნდა, გასვლაზე კონკურენტთან ქულის მოპოვება კარგია, მაგრამ ათკაციანმა ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლო წამებზე გოლი გაგვიტანა და ამით ბედნიერი ვერ ვიქნები. მოგება და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობის შანსი ხელიდან გავუშვით. იყო თუ არა ეს პენალტი, კომენტარს არ გავაკეთებ. მთავარი ისაა, რომ ჩვენ სამი-ოთხი ძალიან რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. ამიტომ ეს შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ბრალია“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

სლოვაკმა სპეციალისტმა ევრო 2020-ის ფინალზეც ილაპარაკა:

„დღეს გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ერთ თვეში ვნახავთ, რა მოხდება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს 50/50-ზე შევაფასებ. შინ ვითამაშებთ და ვნახოთ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება და დართვენ თუ არა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლებას“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ერთმანეთს 2 ნოემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ შეხვდებიან და ამ ბრძოლაში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ დროისთვის გუნდებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა 1:1.

დატოვე კომენტარი