ვლადიმირ კლიჩკო – ჯონ მაკკეინი უკრაინის მეგობარი იყო
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მძიმე წონაში, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ „ინსტაგრამში“, საკუთარ პერსონალურ გვერდზე სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა:
„სენატორი ჯონ მაკეინი გმირი იყო, ნამდვილი მეომარი და კრივის გულშემატკივარი. „ალის აქტის“ წყალობით, მან სპორტი უკეთესობისკენ შეცვალა. ასევე უკრაინის კარგი მეგობარი იყო“.