ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხებს

22:23, 15.10.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფორმუზე „ბიზნესრუსეთი“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდასხმებს ქარხნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. პუტინის თქმით, პირველი ნაბიჯი ამჯერადაც უკრაინამ გადადგა და როგორც კი მოსკოვი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ისინი დახმარებას კვლავ საკუთარ სპონსორებს სთხოვენ.

„როდესაც ჩვენ ვიწყებთ პასუხს, უკრაინელები დაუყოვნებლივ სთხოვენ თავიანთ სპონსორებს, გავლენა მოახდინონ და შეგვაჩერონ. ასე მოხდა ენერგეტიკულ ობიექტებზეც, რომლებზეც ისინი კვლავ აგრძელებენ შეტევას. გუშინ მათ სცადეს, დარტყმა მიეყენებინათ ზოგიერთი გადამამუშავებელი ქარხნისთვის. მათ დაარტყეს ზოგიერთ მათგანს. არაფერი განსაკუთრებული. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ. მათ გადადგეს პირველი ნაბიჯი, ჩვენ დავიწყეთ პასუხის გაცემა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმით, რომლებზეც ახლა ყვირიან. ამ ნაბიჯის გადადგმამდე, მათ კარგად უნდა ეფიქრათ შედეგებზე“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი