საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - იტალია მომეწონა, მაგრამ მისი რეალური ძალა ტოპ-გუნდებთან გამოჩნდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - იტალია მომეწონა, მაგრამ მისი რეალური ძალა ტოპ-გუნდებთან გამოჩნდება #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2020-ის გახსნის მატჩი შეაფასა, სადაც იტალიამ თურქეთი დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.

„კლასში დიდი განსხვავება იყო. დღეს თურქეთმა იტალიას ყველა საშუალება მისცა, რომ თავი გამოევლინა. გამიკვირდა, რომ იტალიელები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები. გუნდი ტაქტიკურადაც გამართულია, რაც მათ ყოველთვის ახასიათებდათ. მაგრამ, შემდეგ თამაშებს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ტოპ-გუნდებთან რა შეუძლია. იმობილე ძალიან აზრიანი მოთამაშეა, ინსინიეც მაღალ დონეზე თამაშობს და მოკლედ, „სკუადრა აძურა“ კარგი გუნდია.

მომეწონა ისიც, რომ სათადარიგო მოთამაშეებიც სასტარტოების დონეზე თამაშობენ. მაგრამ მათი რეალური ძალა პლეი ოფებში გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან და ბელგიასთან გამოჩნდება“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა

თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ თურქეთის ნაკრებზეც ილაპარაკა:

„თურქეთში ისეთი მოთამაშე არ ჩანდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დონეს დააკმაყოფილებდა. შესაძლოა, გამონაკლისი ბურაქ ილმაზი იყო. იტალიელებმა მეტოქეს ყველანაირად აჯობეს და ჩემი აზრით. თურქეთს შვეიცარიასთან და უელსთანაც ძალიან გაუჭირდება. ეს იმ დონის ნაკრები არაა, ტოპ-გუნდებს რომ დაუპირისპირდეს“.

დატოვე კომენტარი