ვიქტორ ოსიმენმა გადაწყვიტა, სად სურს კარიერის გაგრძელება #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენმა გადაწყვიტა, სად სურს კარიერის გაგრძელება #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჩამოყალიბდა საკუთარ მომავალზე სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, 25 წლის ნიგერიელის პრიორიტეტია ინგლისის პრემიერლიგაში თამაში. მით უმეტეს, რომ ფორვარდით აქტიურად ინტერესდება „ჩელსი“, რომელიც ოსიმენს ზაფხულში მთავარ სატრანსფერო სამიზნეს უწოდებს.

2023-24 წლების სეზონში ოსიმენმა 18 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.