ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა
ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა

ნატო–სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ბაიბა ბრაზესთან.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალური მდივნის თანაშემწეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის და ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა მის ოფისთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პრაქტიკული ასპექტები, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტების გამართვის შესაძლებლობა.

თავის მხრივ, ბაიბა ბრაზემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მისი განცხადებით, საქართველო არის ალიანსის გამორჩეული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს, ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, კიდევ უფრო გაარღმავონ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.