ვინისიუსმა „რეალში“ 42-ე ყვითელი ბარათი მიიღო - 45 პროცენტი არასპორტული საქციელის გამო #1TVSPORT
ვინისიუსმა „რეალში“ 42-ე ყვითელი ბარათი მიიღო - 45 პროცენტი არასპორტული საქციელის გამო #1TVSPORT

ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად დაამარცხა „ოსასუნა“ (4:2). ჩემპიონატის ლიდერის რიგებში დუბლი შეასრულა ვინისიუსმა. გარდა ამისა, მან სეზონში მეხუთედ მიიღო ყვითელი ბარათი, როცა მსაჯის გადაწყვეტილებას დასცინა. ბრაზილიელი ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც გაზეთი AS-ი წერს, ვინისიუსმა „რეალში“ გამოსვლისას 42 ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 19 (45 პროცენტი) არასპორტული საქციელის – მსაჯებთან კამათის,  მათ გადაწყვეტილებებზე რეაქციის, მოწინააღმდეგეებთან კონფლიქტებისა და დროის გაყვანის გამო.