ვინისიუსის წარმომადგენლებმა საუდის შეიხებთან და პსჟ-თან მოლაპარაკებები გამართეს #1TVSPORT
ვინისიუსის წარმომადგენლებმა საუდის შეიხებთან და პსჟ-თან მოლაპარაკებები გამართეს #1TVSPORT

ვინისიუსის მადრიდის „რეალიდან“ წასვლის ალბათობა სულ უფრო მეტად იზრდება.

ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროსთან და აგრეთვე „პარი სენ-ჟერმენთან“.

ვინისიუსი მართლაც განიხილავს „რეალიდან“ წასვლის შესაძლებლობას, თუ მადრიდული კლუბი არ დააკმაყოფილებს ფინანსურ მოთხოვნებს ახალი კონტრაქტის მიხედვით.

ფორვარდის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება. „რეალმა“ ვინისიუსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ბრაზილიელს წელიწადში 15 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავება სურს.

ამ სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.