ვინისიუსი პორტუგალიური კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT
ვინისიუსი პორტუგალიური კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი საფეხბურთო კლუბ „ალვერკას“ თანამფლობელი გახდა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონში თამაშობს.

როგორც პორტუგალიური გაზეთი Record-ი წერს, ვინისიუსი შევიდა „ალვერკას“ ახალი ესპანელი და ბრაზილიელი ინვესტორების ჯგუფში.

ახალი ინვესტორები საქმიანობას მომავალი სეზონიდან შეუდგებიან.

22 ტურის შემდეგ „ალვერკა“ მეორე ადგილზეა პორტუგალიის მეორე დივიზიონში, რაც პრიმეირას ლიგაში პირდაპირ გადასვლის საშუალებას იძლევა.