ვინისიუსი აღიარებს, რომ საუდის არაბეთში გადასვლაზე ფიქრობს - „რეალი“ ბრაზილიელს არ შეაყოვნებს #1TVSPORT
ვინისიუსი აღიარებს, რომ საუდის არაბეთში გადასვლაზე ფიქრობს - „რეალი“ ბრაზილიელს არ შეაყოვნებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი სერიოზულად ფიქრობს საუდის არაბეთიდან შეთავაზებებზე. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზეს.

გამოცემა RMC Sport წერს, რომ პირად საუბრებში ფეხბურთელი არ მალავს, რომ ეს „თავბრუდამხვევი“ შეთავაზება ნებისმიერ ფეხბურთელს დააფიქრებდა ტრანსფერზე.

აღნიშნავენ, რომ „რეალი“ ხელს არ შეუშლის ვინისიუსს, თუ ის წასვლას გადაწყვეტს. კლუბში მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელი შეიძლება დათანხმდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია.

თუ ტრანსფერი შედგება, „რეალი“ მნიშვნელოვან თანხას მიიღებს – ლაპარაკია 220 მილიონ ევროზე, რითიც ვინისიუსი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდება.