ვილიანის მიმართ ინტერესს მადრიდის „ატლეტიკო“ გამოთქვამს
ვილიანის მიმართ ინტერესს მადრიდის „ატლეტიკო“ გამოთქვამს

არსებობს ალბათობა, რომ „ჩელსის“ ბრაზილიელმა შემტევმა ვილიანმა კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს, იუწყება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“. ბრაზილიელ ფორვარდს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი „ჩელსისთან“, არსებული კი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებში 2013 წლიდან თამაშობს.

წყაროს ინფორმაციით, „ატლეტიკო“ უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა ინტერესი გამოეთქვა მის მიმართ. დიეგო სიმეონე ბრაზილიელში ნახევარმცველ ტომა ლემარის შემცვლელს ხედავს, რომელმაც, როგორც ირკვევა, ესპანური კლუბის მესვეურთა იმედები ვერ გაამართლა. თავად ვილიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა ლონდონში, მაგრამ „ჩელსისთან“ კონტრაქტის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.