ვილი სანიოლი - კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან, სათამაშო დრო და განვითარების შანსი ექნება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან, სათამაშო დრო და განვითარების შანსი ექნება #1TVSPORT

ვილი სანიოლმა სასტუმრო „შერატონში“ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა კვარაცხელია გრანდში სათამაშოდ?

„კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან, მეტი სათამაშო დრო და განვითარების შანსი ექნება. ის დიდი ტალანტია და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ჯერ ახალაგაზრდაა და ესეც გასათვალისწინებელია. ტრავმის გამო თამაშები გაუცდა, მაგრამ რთული ტრავმა არ ჰქონდა და ჩვენთან ერთად მოემზადება. სამწუხაროდ, ტრავმა აქვს ჩაკვეტაძესაც. ის ჩვენ გვჭირდება და იმედია მალე სრულად მომჯობინდება“ – ამბობს ვილი სანიოლი.

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა გია გრიგალავას საკითხზე, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ნაკრები დატოვა და საბერძნეთთან შეხვედრაზე არ იყო:

„ესპანეთთან მატჩის შემდეგ გრიგალავას ველაპარაკე, ის უკმაყოფილო იყო, რომ არ დავაყენეთ სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ თამაშში კი ჩვენთან აღარ იმყოფებოდა. ახლა შანსი მიეცემათ კუპატაძეს, კუხიანიძეს, დავითაშვილს, რომელთაც მარტის მატჩებში თავის გამოვლენის საშუალება არ ჰქონდათ“.