ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული გუნდის ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების კაპიტნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„კანკავა იქნება თუ არა ნაკრების კაპიტანი? დიახ, ის კაპიტნად დარჩება და გუნდს მოედანზე უახლოესი სამი მატჩში სამკლავურით გაიყვანს, რადგან კარგად დამიხასიათეს. თუმცა, ვნახოთ, შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს. შეხვდებით გუნდს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ამ საკითხს განვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში ჩვენი ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები 25 მარტს სტოკჰოლმში შვედეთს დაუპირისპირდებიან, 28 მარტს სალონიკში საბერძნეთს შეხვდებიან, 31 მარტს კი თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.