ვიდეოკადრები „ქართულ ოცნებაში“ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომიდან [ფოტო, ვიდეო]

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.

შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელეს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება.