ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

21:56, 24.09.2019

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ის მარშალ გელოვანის გამზირს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილზე შესაძლებელი გახდება შუქნიშნის გაუქმება და საცობების თავიდან აცილება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21.6 მილიონი ლარია. პროექტის დაფინანსება 2019-2020 წლებში იგეგმება, დონორი კი აზიის განვითარების ბანკია. ახალ სატრანსპორტო კვანძს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 12 თვის ვადაში ააშენებს.

როგორც 4 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე იწყება ლისიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობაც, მომავალში კი, სავარაუდოდ, აშენდება სამტრედიის ქუჩასთან დამაკავშირებელი ახალი ხიდიც.

მსგავსი