ვასილ მაისურაძე საფრანგეთთან მატჩის წინ - ძალიან ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით
ვასილ მაისურაძე საფრანგეთთან მატჩის წინ - ძალიან ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტრავმები არ გვაწუხებს. ამ ეტაპზე შანსი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცემათ და ვთვლი, რომ ეს კარგია. ამ დონეზე მარტივი თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საფრანგეთის დონის ნაკრებზე ვსაუბრობთ. ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში საფრანგეთს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. მსოფლიოში არსებული კორონავირუსული პანდემიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი, ექვს შეხვედრაში დაგროვებული 6 ქულით მესამეზეა.