საქართველო-საფრანგეთი პირველ არხზე – გორში მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ფრანგ თანატოლებს უმასპინძლებს. დაპირისპირება 4 სექტემბერს გაიმართება.
ვასილ მაისურაძის გუნდი საფრანგეთს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ დაუხვდება. კორონავირუსის გამო UEFA-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის და მას მხოლოდ მედია და მატჩზე აკრედიტირებული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
მიუხედავად ამისა, საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩს გულშემატკივარი მაინც იხილავს – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს. 4 სექტემბერს დაგეგმილი თამაში 21:00 საათზე დაიწყება.
მეკარეები ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);
მცველები
გიორგი ჯინჯოლავა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ორივე – ლოკომოტივი), ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – სამგურალი), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ქაფიანიძე (ტორპედო);
ნახევარმცველები დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური, რატი მჭედლიშვილი (ყველა – ლოკომოტივი), გიორგი კუცია, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – დინამო თბ), რატი არდაზიშვილი (რუხი, ლვოვი), ნიკა გაგნიძე (დილა), იური ტაბატაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები
ბექა ქავთარაძე, გიორგი გულიაშვილი (ორივე – საბურთალო), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (დინამო თბ), სერგო კუხიანიძე (სამგურალი).
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. შვეიცარია | 4 | 4 | 0 | 0 | 11:02 | 12 |
| 2. საფრანგეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 14:08 | 9 |
| 3. საქართველო | 5 | 2 | 0 | 3 | 12:08 | 6 |
| 4. სლოვაკეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 11:11 | 6 |
| 5. აზერბაიჯანი | 6 | 2 | 0 | 4 | 03:11 | 6 |
| 6. ლიხტენშტაინი | 5 | 1 | 0 | 4 | 03:14 | 3 |