ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა და ვაშლები მიიტანა
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა და ვაშლები მიიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მივიდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ვანო მერაბიშვილის მანქანიდან ვაშლები გადმოიღეს და ოფისში შეიტანეს.

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და ოფისი დატოვა.

პარტიის ოფისში მეორე დღეა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან. მათი თქმით, ნიკა მელიას დაკავების უფლებას პოლიციას არ მისცემენ.

დატოვე კომენტარი