ვან გაალის ნიდერლანდები 14 მატჩია არ აგებს, დე ბრუინის 1+1 – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, IV ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლუი ვან გაალის დაბრუნების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებს არ წაუგია – 10 მოგება და ოთხი ფრე.
* პირველად ბოლო 26 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ნაკრებში „აიაქსის“ ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა: რემკო პასვერი, იურიენ ტიმბერი, დეილი ბლინდი, სტივენ ბერგვეინი, კენეტ ტეილორი და სტივენ ბერგჰუისი.
* კევინ დე ბრუინს ზედიზედ მეხუთე მატჩში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება – მან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. წინა ოთხ თამაშში „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მან ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე რომ, ბოლო ხუთ მატჩში ბელგიელმა 7 ქულა (1+6) დააგროვა.
ბელგია-უელსი 2:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (10), 2:0 ბატშუაი (37), 2:1 მური (50)
ბელგია: კურტუა, მონიე, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დებასტი, კარასკო (65. მერტენსი), ვიტცელი, დე ბრუინი (90. დე კეტელარე), ტილემანსი (76. ვანაკენი), ე. აზარი (65. ტროსარდი), ბატშუაი (65. ოპენდა).
პოლონეთი-ნიდერლანდები 0:2
გოლები: 0:1 გაკპო (13), 0:2 ბერგვეინი (60)
ნიდერლანდები: პასვეერი, დუმფრიზი, ვან დეიკი, აკე, ტიმბერი, ბლინდი, კოპმეინერსი (6. ბერგჰუისი/75. ტაილორი), ფ. დე იონგი (46. დე როონი), დეპაი (52. იანსენი), ბერგვეინი (75. ვეგჰორსტი), გაკპო.
VI ტური 25 სექტემბერი
ნიდერლანდები-ბელგია (22:45)
უელსი-პოლონეთი (22:45)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ნიდერლანდები | 5 | 4 | 1 | 0 | 13-6 | 13 |
| 2. ბელგია | 5 | 3 | 1 | 1 | 11-7 | 10 |
| 3. პოლონეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 5-12 | 4 |
| 4. უელსი | 5 | 0 | 1 | 4 | 6-10 | 1 |