ვალერიან გორგილაძე - აბსურდიც აღარ არის ის, რომ თავად მოღალატე პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებს
ვალერიან გორგილაძე - აბსურდიც აღარ არის ის, რომ თავად მოღალატე პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში არ წერია და აბსურდიც აღარ არის ის, რომ თავად მოღალატე და საუკეთესო შემთხვევაში, უტვინო პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებს, – განაცხადა სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მოდით, გავიხსენოთ აგვისტოს ამ დღეების ინტერვიუები, რომლებსაც ბატონი დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე იძლეოდნენ. გრიგოლ ვაშაძე ბოლომდე სეპარატისტებს ადანაშაულებდა და არ სჯეროდა, რომ ეს პროვოკაცია რუსეთის მიერ იყო განხორციელებული“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

ამ განცხადებით ვალერიან გორგილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ მოიხსენიებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ და რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ისეთი, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აწერენ.