ვაკო გვილია - მოვიგეთ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ
ვაკო გვილია - მოვიგეთ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ

ვარშავის „ლეგიას“ მოთამაშე ვაკო გვილიამ გასვლით შეხვედრაში კელჩესკორონასთან“ გატანილი პირველი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გოლით გახარებულია, მაგრამ ამბობს, რომ გამარჯვება გუნდის დამსახურებაა.

„რა თქმა უნდა, ეს უდავოდ მნიშვნელოვანი გოლი იყო, მაგრამ თამაშს გუნდი იგებს და არა ცალკეული მოთამაშე. ჩვენ ვიცით, რომ მატჩიდან მატჩამდე თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება. მატჩის დაწყებამდე ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყავით. მაგრამ ყველა მატჩში, როგორც ვარშავაში, ისე სხვა ქალაქებში, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ ხასიათი და ბოლო წუთზე გავიტანეთ, რადგან სამი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოდით“, – ამბობს „ლეგიას“ ქართველი ლეგიონერი.

ვაკო გვილიამ საკუთარ გოლზეც ისაუბრა.

„როდესაც მოედანზე შევედი, ანგარიში 1:1 იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა თავდასხმის მაქსიმალურად გაძლიერება და კელცედან სამი ქულის წამოღება გახლდათ“, – აღნიშნა გვილიამ.

ვაკო გვილია პოლონურ გუნდში პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურში გასვლაზე კელჩესკორონასთან“ მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და 90+4-ე წუთზე (როდესაც ანგარიში 1:1 იყო) მასპინძელთა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.