ვაკო გვილია – ეს სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც

18:50, 07.10.2020

ერთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალურ შეხვედრაზე, ბელარუსის ნაკრებთან, კომენტარი გააკეთა ვაკო გვილიამ. საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველს ჩვენი ნაკრების წარმატების სჯერა.

„საბრძოლო განწყობაა, რადგან ეს სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია ჩვენთვის და ქვეყნისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხი გავახაროთ და ფინალში გავიდეთ, ყველა მატჩი ფსიქოლოგიური ბრძოლაა, მაგრამ, მჯერა, ჩვენ გავიმარჯვებთ,“ – ამბობს ვაკო გვილია.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

მსგავსი