ვაკო გვილია - ჩავარდნის შემდეგ „კრაკოვიასთან“ მოგება მნიშვნელოვანი იყო
ვაკო გვილია - ჩავარდნის შემდეგ „კრაკოვიასთან“ მოგება მნიშვნელოვანი იყო

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში „კრაკოვიასთან“ გასვლაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი „ლეგიას“ ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „კრაკოვიასთან“ შეხვედრაში 47-ე წუთზე გოლი გაიტანა, ვარშავის „ლეგიამ“ გასვლაზე 2:1 მოიგო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ ჩვენ პლოცკშივისლასთან“ დავმარცხდით და ვითარების გამოსწორება გვჭირდებოდა. ჩავარდნილი მატჩის შემდეგ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გოლიც გავიტანეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მეტოქემ სხვაობა მაინც შეამცირა, რაც ჩვენი ბრალია. კონცენტრაცია დავკარგეთ და ბოლოს ვითარება თავად გავირთულეთ. ფეხბურთის ხარისხი სულ უნდა გავაუმჯობესოთ და შედეგის მიუხედავად, მუდმივად მაღალ დონეზე ვითამაშოთ”- ამბობს ვაკო გვილია.