ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა [ვიდეო]

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გოლით კი ვარშავის „ლეგიამ“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

ექსტრაკლასას მე-9 ტურში ვარშაველებიკრაკოვიას“ ესტუმრნენ და 2:1 დაამარცხეს. ვაკო გვილია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ვარშაველებმა ანგარიში 33-ე წუთზე პენალტით გახსნეს, ქართველმა ნახევარმცველმა კი 47-ე წუთზე მცველს შეცდომა არ აპატია და მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ლეგიას“ ფორმით მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ამავე ტურში კრაკოვის მეორე კლუბის დამარცხებაში გიორგი მერებაშვილი მონაწილეობდა. მისმა პლოცკისვისლამ“ საკუთარ არენაზე კრაკოვის „ვისლა“ 2:1 დაამარცხა. 33 წლის მერებაშვილი პლოცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე დროის გასაყვანად შეცვალეს.

„ლეგია“ 17 ქულით „სლასკთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, პირველადგილოსანპოგონს“ კი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება პლოცკისვისლას“, ის 13 ქულით მერვეზეა.