ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ
ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისი განაცხადა, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება.

ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ – 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების ცხედრები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.