ვაჟა მარგველაშვილმა შმაილოვი დაამარცხა და ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კარგად დაიწყო.

ვაჟა მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და იგი ორი ვაზარით სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენს იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ბოლო წამებზე ვაზარით დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში გასასვლელად კორეელ ბაულ ანს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.