ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - მივდივარ გორში და მოგვიანებით ვისაუბრებთ მეც და ვაჟაც
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - მივდივარ გორში და მოგვიანებით ვისაუბრებთ მეც და ვაჟაც

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გორში მიემგზავრებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მოგვიანებით ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად გააკეთებს კომენტარს.

„ახლა გზაში ვარ, მივდივარ და მოგვიანებით ვისაუბრებთ, კომენტარს გავაკეთებთ მეც და ვაჟაც“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.