ვაჩიბერაძემ „ჩერნომორეცს“ უკაპიტნა და პოლონელებს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ვაჩიბერაძემ „ჩერნომორეცს“ უკაპიტნა და პოლონელებს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა ვაჩიბერაძემ ოდესის „ჩორნომორეცის“ შეკრებაზე გოლი გაიტანა და გუნდს საკონტროლო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

ოდესელები, სადაც ვაჩიბერაძესთან ერთად, გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით ემზადებიან და პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან გდანსკის „ლეხიასთან“ ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს.

ორმხრივი შეთანხმებით, გუნდებმა ითამაშეს არა ერთი, არამედ ორი მატჩი – ორი ტაიმი 30 წუთის ფორმატში. სამწვრთნელო შტაბმა საქმეში ყველა ფეხბურთელის ხილვა შეძლო. პირველი გიორგი წიტაიშვილი მონაწილეობდა და კლუბის შეფასებით „სტაბილური მატჩი ჩაატარა“, მეტოქეებმა კი გუტანა ვერ მოახერხეს – 0:0.

მეორე ბრძოლაში რომან გრიგორჩუკმა შემადგენლობა სრულად განაახლა და „ჩერნომორეცის“ კაპიტნის სამკლავურით მოედანზე ვაჩიბერაძემ გაიყვანა. ამჯერად ოდესელებმა მეტოქე დაჩაგრეს და 2:0 დაამარცხეს. გოლები დიმიტრი იუსოვმა და ბექა ვაჩიბერაძემ გაიტანეს – ქართველის გოლი ეფექტური გამოდგა.

 

22 იანვარს ჩერნომორეცი კოსოვოს ჩემპიონს, „პრიშტინას“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 იანვარს, შავ-ლურჯები ამხანაგურ მატჩს გამართავენ „დრიტას“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე კოსოვოს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ ქართველების თანაგუნდელი გახდა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი – ოდესის „ჩერნომორეცში“ კარიერას შემტევი ნახევარმცველი ბორისლავ ცონევი გააგრძელებს, რომელიც გუნდს სოფიის „ლევსკიდან“ შეუერთდა.

დატოვე კომენტარი