ვაჩიბერაძე სათასო მატჩში საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT
ვაჩიბერაძე სათასო მატჩში საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT

უკრაინის თასის 1/16-ფინალში ოდესის „ჩერნომორეციივანო-ფრანკოვსკშიპრიკარპატიეს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ოდესელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბექა ვაჩიბერაძემ, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.

ვაჩიბერაძემ „ჩერნომორეცი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. Parimatch-მა 26 წლის ქართველი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

ოდესელები უკრაინის თასის 1/8 ფინალში გავიდნენ, სადაც ვაჩიბერაძის კიდევ ერთ ყოფილ კლუბს, დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდებიან. უკრაინის თასზე დაპირისპირებები ერთმატჩიანია და 27 ოქტომბერს ოდესაში გაიმართება.

ვაჩიბერაძე ოდესის „ჩერნომორეცის“ აღზრდილია. 15 წლიდან დონეცკის „შახტარის“ აკადემიაში გადავიდა და გუნდის ფორმით იუნიორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 2020 წლის ზაფხულში ქართველი ნახევარმცველი უგუნდოდ დარჩა და „ჩერნომორეცში“ 2021 წლის თებერვალში დაბრუნდა, სადაც ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მაისში ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ბექა ვაჩიბერაძემ უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ითამაშა. 25 წლის მოთამაშე საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიფა-სგან ნებართვა ვერ მიიღო.