უსმან დემბელე - „ბარსელონაში“ ამოსავალი წერტილი ნიჭი იყო, ლუის ენრიკესთან - მძიმე მუშაობა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ ილაპარაკა თავის ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებს – „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის განსხვავებაზე.
„ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ „ბარსელონაში“ ხშირად ნიჭი ამოსავალი წერტილი იყო, ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენში“ ამოსავალი წერტილი კი მძიმე მუშაობაა.
მწვრთნელმა შექმნა კულტურა, რომელშიც არავის აქვს უფლება, იყოს გუნდზე მაღლა. არ აქვს მნიშვნელობა, ესაა ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ გამოცდილი საერთაშორისო ვარსკვლავი – ყველამ უნდა ირბინოს, პრესინგი გამოიყენოს, თავი გაწიროს და იბრძოლოს თავისთვის და თანაგუნდელებისთვის.
ყველაზე მეტად მხიბლავს ის, რომ ლუის ენრიკემ ინდივიდუალური თვისებები გუნდურ ძალად გადააქცია. ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არასოდეს არ არის სწორება არცერთ მოთამაშეზე. სწორება ყოველთვის არის მომდევნო ვარჯიშზე, მომდევნო ტაქტიკურ დეტალებზე, მომდევნო გაუმჯობესებაზე.
ხალხი ხედავს გოლებსა და გამარჯვებებს, მაგრამ ვერ ხედავს დისციპლინას ამის უკან. თითოეულმა მოთამაშემ იცის, რასაც ითხოვენ მისგან. ეს სიცხადე გუნდს დამაჯერებლობას აძლევს.
„ბარსელონა“ სამუდამოდ დარჩება ერთ-ერთ უდიადეს კლუბად ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ეს „პარი სენ-ჟერმენი“ რაღაც უნიკალურს ფლობს. ეს არის შეგრძნება, რომ მოთამაშეების ჯგუფი და მწვრთნელი ერთი მიმართულებით მიდიან და მათ შორის სრული ნდობა არსებობს. აი, რატომ არის ამ გუნდის წინააღმდეგ ასე რთული თამაში.
ლუის ენრიკე ამის გამო უდიდეს აღიარებას იმსახურებს. მან უბრალოდ კი არ ააშენა გუნდი – მან ააშენა მენტალიტეტი“, – განაცხადა დემბელემ.