უშანგი მარგიანი მეოთხედფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
უშანგი მარგიანი მეოთხედფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე, ძიუდოს დიდ მუზარადზე, უშანგი მარგიანმა (90 კგ.) მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა, მერვედფინალში ჰოლანდიელ იასპერ სნიმკს შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ეფექტური იპონით დაამარცხა.

ჰოლანდიელამდე მარგიანმა, თურქმენი ძიუდოისტი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას 1/16 ფინალში გამოეთიშა.