ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთმა ევროპა აირჩია, ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს, კავშირი უფრო ძლიერდება

00:02, 13.04.2026
European Commission President Ursula von der Leyen looks on during a press conference with Norway's Prime Minister at the EU Commission headquarters in Brussels on April 7, 2025. (Photo by Nicolas TUCAT / AFP)

უნგრეთმა ევროპა აირჩია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა თავის ევროპულ გზას უბრუნდება, ევროკავშირი კი ძლიერდება.

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს. კავშირი უფრო ძლიერდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

მსგავსი