უპრეცედენტო ამბავი - ლა ლიგის გუნდების განაცხადში სამი ქართველი მოხვდა #1TVSPORTT
უპრეცედენტო ამბავი - ლა ლიგის გუნდების განაცხადში სამი ქართველი მოხვდა #1TVSPORTT

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ისეთი ფაქტი მოხდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ლა ლიგის სამი გუნდის განაცხადში სამი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

მოულოდნელად, „ლევანტეს“ განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა, რომლის გუნდმაც გასვლაზე „რაიო ვალეკანო“ 2:4 დაამარცხა. თუმცა, 23 წლის ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია. სულ ქოჩორაშვილმა ესპანურ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა. წელი გიორგის დიდი ტრავმების გამო გაუცდა.

ასევე არ უთამაშია გიორგი გაგუას, რომელიც ლა ლიგის განაცხადში პირველად მოხვდა – „ალავესმა“ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში შინ „კადისს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„ვალენსიას“ განაცხადში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში მისი კონკურენტი, ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იესპერ სილესენი იდგა, ქართველის გუნდმა კი ვიგოს „სელტა“ 2:0 დაამარცხა.

კადისთან“ მოგების შემთხვევაშიც, „ალავესი“ ლა ლიგაში ადგილს ვერ ინარჩუნებდა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. გავარდა „ლევანტეც“, ხოლო მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სეზონი მე-8 პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ესპანეთში სულ ორ ქართველს ჰქონდა ნათამაშები – გიორგი დემეტრაძე „რეალ სოსიედადში“ (2001, 13 მატჩი, 1 გოლი), ხოლო შოთა არველაძეს – „ლევანტეში“ (2007-2008, 4 მატჩი).