უმედლო დღე ბუდაპეშტში | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
უმედლო დღე ბუდაპეშტში | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

დავით ხუციშვილს (79 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი აჰმედ გაჯიმაგომედოვი დაუპირისპირდა. დავით ხუციშვილმა რეპეშაჟში პირველი მატჩი გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო.

შეხვედრა რუსი სპორტმენის კარნახით წარიმართა და მან პირველივე პერიოდში 10:0 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.


მარსაგიშვილის  (92 კგ.) მეტოქე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მეტოქე კი ირანელი ალირეზა კარიმიმაჩიანი იყო. დაძაბული პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ 1:0 მოიგო. მანამდე, რეპეშაჟში, ქართველმა ნიკოლაი ჩებანი 8:0 დაამარცხა.

მეორე ნახევარი ირანელმა აქტიურად დაიწყო, ორი ქულა მოიპოვა და დაწინაურდა. მალევე მარსაგიშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ხალიჩაძე და კარიმიმაჩიანი ხუთი ქულით დაწინაურდა. მარსაგიშვილი დაიღალა, მეტოქეს წინააღგმდეგობა ვეღარ გაუწია და საბოლოო ჯამში 12:1 დამარცხდა.