უკრაინული ვებგვერდი მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

21:54, 26.10.2018

უკრაინული ინტერნეტპორტალი zdes.com.ua ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ფარულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.

ამასთან ვებგვერდი შენიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერს „კა-გე-ბე“-ს გადამდგარი გენერლის, თემურ ალასანიას ხმისა და ლექსიკის იდენტიფიცირების მიზნით აქვეყნებს.

ჩანაწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობენ:

თემურ ალასანია: უი, უი, უი…

მიხეილ სააკაშვილი: არა, არა. რამდენიმე თემა, რაც ადეიშვილმა ამოწია თემები, ის იყო ყველაზე მეტი …

თემურ ალასანია: „ხარაშო“

მიხეილ სააკაშვილი: რა ვქნა, ეგრეა

თემურ ალასანია: ნუ, თუ ეგრეა…

მიხეილ სააკაშვილი: He is very smart.

თემურ ალასანია: მე გეტყვი, რომ არის სოფლელი. პროვინციელი ყ…ე. მაგან დაღუპა შენი მთავრობა. ბერიებს და ყ…ებს რომ აძლევ ებრაელთან მისასვლელ უფლებებს

მიხეილ სააკაშვილი: რა უფლებებს ვაძლევ საცოდავს?

თემურ ალასანია: არა, ბიჭო… მშენებელი ეგ იყო, მთავარი მეღვინე ეგ იყო, ქალაქის გინეკოლოგი, პროქტოლოგი. . .

მიხეილ სააკაშვილი: ეგ შეცდომა იყო

თემურ ალასანია: ჰა?

მიხეილ სააკაშვილი: შეცდომა იყო ეგრე

თემურ ალასანია: ტიპი… მძ…ერი. „პროსტა“ დაურეკო, მოეთრიე! გააანალიზე! გაეთრიე…

უკრაინულმა ვებგვერდმა გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, ვებგვერდის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია საუბრობენ.

მსგავსი