უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს

09:48, 18.08.2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, განადგურებულია ბელოგორკაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი.

ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ასევე განადგურებულია 29 ოკუპანტი, თვითმავალი ქვემეხი „პიონი“, დაჯავშნული და საავტომობილო ტექნიკის ხუთი ერთეული.

მსგავსი