უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

უკრაინის ყველა რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, ღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.