უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიში დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ განხორციელდა.
რუსეთის არმიის ნაწილებმა არტილერიით დაბომბეს სუმის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის რაიონზე მიიტანეს იერიში.
ჭურვების აფეთქების შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა. რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რაიონში ქალაქ ნიკოპოლზე განახორციელეს საარტილერიო შეტევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლშიც, სადაც რუსები ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.
უკრაინის არმიამ ლუგანსკის რეგიონში განთავსებული რუსეთის არმიის საწყობი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა. რუსეთის სამხედრო ბაზა უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქშიც გაანადგურა.