უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსმა სამხედროებმა ქალაქები: ბახმუტი, ოპიტნოე, სოლედარი და სელიდოვო დაბომბეს. ასევე, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზები და საზოგადოებრივი ობიექტები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა, ქალაქის დაბომბვა არ წყდება. ვრცელდება ინფორმაცია ვინიცის ოლქის დაბომბვის შესახებაც. დღის განმავლობაში ორჯერ დაიბომბა ნიკოპოლის რაიონი. ჭურვები სატუმბ სადგურს მოხვდა, რის შედეგადაც 7 000 ადამიანი წყლის გარეშე დარჩა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საარმიო ნაწილების შეტევა რამდენიმე მიმართულებაზე მოიგერიეს. რუსმა სამხედროებმა უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევა ავდეევკას, პესკისა და მარინკას მიმართულებაზე სცადეს. საბრძოლო მოქმედებები ადგილზე ისევ გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წარმატებული დარტყმები განახორციელეს ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე დნეპერზე, რომელიც ხერსონის გარეუბანში მდებარეობს.